კომპანია „შპს ფ.ჰოფმან ლა როში“, რომელიც ცნობილია, როგორც როში, დაარსდა 1896 წელს ქ. ბაზელში (შვეიცარია) ფრიც ჰოფმანის მიერ, რომელმაც თავის მეუღლესთან ადელ ლა როშთან ერთად კომპანიას მიანიჭა თავის სახელი. ფრიც ჰოფმანმა ფირმის დაარსებობისთანავე განავითარა აგენტების ქსელი სხვადასხვა ქვეყანაში, როგორიცაა იტალია, საფრანგეთი, გერმანია, ინგლისი, აშშ, იაპონია და რუსეთი.
ამ მიდგომამ ხელი შეუყწო იმას, რომ მოკლე ხანში კომპანია როშმა საერთაშორისო ჯანდაცვის სფეროში მოწინავე პოზიცია დაიკავა. 1897 წელს როშში მუშაობდა 50 ადამიანი, 1914 წელს კი სხვადასხვა ქვეყანაში თანამშრომელთა რიცხვმა 700 ადამიანს გადააჭარბა.
თანდათან როში გადაიქცა კომპანიად, რომელიც უშვებდა პროდუქციის ნაირსახეობას. კერძოდ, მის შემადგენლობაში შედიოდა ფარმაცევტული პრეპარატების, ვიტამინების, მსუბუქი ქიმიური ნივთიერებების, დიაგნოსტიკური აღჭურვილობების ქვეგანყოფილებები, რომლებიც პროფილაქტიკის, დიაგნოსტიკის და თერაპიის სრულ სპექტრს ქმნიდნენ.
აქცენტმა, რომელიც კეთდებოდა კვლევით სამუშაოებზე, გაამართლა და გარდატეხა შეიტანა ფარმაცევტულ სფეროში. ბაზელში (შვეიცარია), ნათლიში (აშშ), ველვინ გარდენ სითიში (ინგლისი) და კამარუკუში (იაპონია) შეიქმნა ოთხი უმსხვილესი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, რათა როში უზრუნველეყოთ უფროდაუფრო მაღალეფექტური პროდუქტებით და ტექნოლოგიებით.
ამჟამად როშს აქვს წარმომადგენლობა მსოფლიოს 150 ქვეყანაში და კომპანიაში 80000 ადამიანზე მეტია დასქმებულ ი. ინვესტიციებმა სამეცნიერო კვლევებში 2009 წელს შეადგინა 9,8 მილიარდი შვეიცარული ფრანკი. ეს ყველაფარი მიმართულია ადამიანის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისაკენ.
1 ოქტომბერს ფრიც ჰოფმან-ლა როშმა დააფუძნა კომპანია “ფ. ჰოფმან-ლა როში და კომპანია” (ბაზელი, შვეიცარია). ამავე წელს შეიქმნა პრეპარატი “აიოდინი” (ფარისებრი ჯირკვლის ექსტრაქტი) და “აიროლი” (ანტისეპტიკი).
შემუშავდა პრეპარატი “სიროლინი” (ხველების საწინააღმდეგო სიროფი), რომლის აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენდა როშის მიერ შექმნილი თიოკილი, სიროფი იქცა ნამდვილ ბესტსელერად და 60 წელზე მეტ ხანს დაჰყო ფარმაცევტულ ბაზარზე.
შეიქმნა პრეპარატი “დიგალენი” (სათითურას გაწმენდილი პრეპარატი); გაყიდვაში იყო 1964 წლამდე
შეიქმნა პრეპარატი “პანტოპონი” (ალკალოიდების კომბინირებული პრეპარატი), რომელიც დღემდე იყიდება მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში.
ი. არონშტამი “ფ. ჰოფმან-ლა როში და კომპანია”-ს წარმომადგენელი აგენტის უფლებით მუშაობდა 1896 წლის დეკემბრიდან სანკტ-პეტერბურგში. 1910 წლის მარტში შეიქმნა კომპანიის ოფიციალური ფილიალი. რუსეთი როშის მნიშვნელოვანი ბაზარი გახდა. კომპანიის აგენტები ასევე მუშაობდნენ მოსკოვში, ოდესაში, როსტოვში და ყაზანში. 1919 წელს როშის ფილიალი საბჭოთა ხელისუფლების მიერ ნაციონალიზებულ იქნა.
პირველ მსოფლიო ომთან დაკავშირებული ფინანსური კრიზისის და რუსეთის ბაზრის დაკარგვის დასაძლევად, როში გადაკეთდა დახურული ტიპის სააქციო საზოგადოებად.
პრეპარატ ,,ალონალის” (მსოფლიოში პირველი ტკივილგამაყუჩებელი და საძილე პრეპარატი) შექმნა.
ნობელის პრემიის მომავალმა ლაურეატმა თადეუშ რეიხშტეინმა წარმოადგინა ჩ ვიტამინის წარმოების ნოვატორული მეთოდი.
შეიქმნა პრეპარატი ,,სარიდონი” (ანალგეტიკი). იგი დღემდე წარმატებით იყიდება.
შეიქმნა პრეპარატი ,,რედოქსონი” (შეიცავს С ვიტამინს). იმავე წელს პირველად იქნა წარმოებული 50 კგ ჩ ვიტამინი – ეს გახდა როშის ვიტამინების წარმოების ერის დასაწყისი.
A, E, K ვიტამინებისა და B ჯგუფის ვიტამინების სამრეწველო სინთეზი.
როშის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილების მუშაობის დასაწყისი ნატლში (აშშ); პანთოტენმჟავის შექმნა.
,,ბეპანტენის” (კანის სამკურნალო საშუალება) შექმნა. თავდაპირველად გამოდიოდა აბების, ამპულისა და კრემის სახით.
პრეპარატ ,,რიმიფონის” (ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალება) შექმნა.
პრეპარატ ,,მარკუმარის” (ანტიკოაგულანტი) შექმნა.
აღიწერა ბენზოდეაზეპინების ჯგუფი.
პრეპარატ ,,სუპრადინის” (პოლივიტამინური კომპლექსი) შექმნა.
პრეპარატ ,,ლიბრიუმის” და მისი მოდიფიკაციების (ფსიქოტროპული საშუალება) შექმნა: ,,ლიბრაქსი” (1961), ,,ლიმბიტროლი” (1967), ,,ნობრიუმი” (1968), ,,დალმადორმი” (1972), ,,რივოტრილი” (1973), ,,ლეხოტანი” (1974), ,,როგიპნოლი” (1975), ,,დორმიკუმი” (1982).
პრეპარატ ,,ფლუორო-ურაცილი როშის” (ციტოსტატიკი) შექმნა. ეს კომპანიის პირველი პრეპარატია მიმართული კიბოს წინააღმდეგ საბრძოლველად.
პრეპარატ ,,ვალიუმის” (ტრანკვილიზატორი) შექმნა.
პრეპარატ ,,კალცევიტის” (კალციუმისა და C ვიტამინის კომბინირებული პრეპარატი) შექმნა.
პრეპარატ ,,მოგადონის” (ბენზოდიაზეპინის ჯგუფის პირველი საძილე საშუალება) შექმნა.
დიაგნოსტიკის ქვეგანყოფილების შექმნა. როშის მოლეკულური ბიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მუშაობის დასაწყისი ნატლში (აშშ). დაიწყო რეტინოიდების კანის დაავადებათა თერაპიაში გამოყენების შესწავლის პროგრამა. პრეპარატების ,,აიროლის”, ,,ტასმადერმის” (1981), ,,ტიგასონისა” (1982) და ,,ნეოტიგასონის” (1988), ,,როაკუტანის” (1982) შექმნა.
პრეპარატ ,,ბაქტრიმის” (კომბინირებული ინფექციის საწინააღმდეგო პრეპარატი) და ანტისტრესული ვიტამინების კომპლექსის ,,ბეროკას” შექმნა.
ბაზელის იმუნოლოგიის ინსტიტუტის (შვეიცარია) მუშაობის დაწყება.პრეპარატ ,,ფანსიდარის” (მალარიის საწინააღმდეგო საშუალება) შექმნა.
კამაკურას (იაპონია) სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მუშაობის დასაწყისი; პრეპარატ ,,მადოპარის” (პარკინსონის საწინააღმდეგო საშუალება) შექმნა.
გალენის პრემია მადოპარის შექმნისთვის. ეს პრემია დაარსდა 1970 წელს საფრანგეთში წამლით თერაპიის სფეროში ინოვაციური და მნიშვნელოვანი მიღწევებისათვის.
მონოკლონური ანტისხეულების პირველად მიღება. პრეპარატ ,,ტიბერალის” (ანტიპროტოზოული საშუალება) შექმნა.
პრეპარატ ,,როკალტროლის” შექმნა, გამოიყენება ოსტეოპოროზისა და თირკმლოვანი ოსტეოდისტროფიის სამკურნალოდ ავადმყოფებში თირკმლის ქრონიკული უკმარისობით.
პრეპარატ ,,პრეტუვალის” (გრიპისა და გაციების სამკურნალოდ) შექმნა.
პრეპარატ ,,როცეფინის” (მე-III თაობის ანტიბიოტიკი ცეფალოსპორინი) შექმნა.
გალენის პრემია ,,ტიგასონის” შექმნისათვის.
პრეპარატების ,,ლარიამისა” და ,,ფანსიმეფის (მალარიის საწინააღმდეგო საშუალება) შექმნა.
პრეპარატ ,,როფერონ-А- ს” (გენური ინჟინერიით შექმნილი ალფა-ინტერფერონი) შექმნა.
პრეპარატ ,,ანექსატის” შექმნა (ბენზოდიაზეპინების სპეციფიური ანტაგონისტი).
გალენის პრემია ,,ანექსატის” შექმნისათვის.
პრეპარატ ,,აურორიქსისა” (ანტიდეპრესანტი) და ,,ინჰიბეისის” (აგფ ინჰიბიტორი) შექმნა.
პრეპარატ ,,ნეიპოგენის” შექმნა, რომელიც აძლიერებს იმ პაციენტთა იმუნურ სისტემას, რომლებიც გადიან ქიმიოთერაპიით მკურნალობას. მიიღო გალენის პრემია ბელგიასა და საფრანგეთში 1992 წელს და ერთი წლის შემდეგ დიდ ბრიტანეთში.
პრეპარატ ,,ჰივიდის” (ანტირეტროვირუსული საშუალება) შექმნა. როშის პირველი პრეპარატი აივ-ინფექციის თერაპიის სფეროში.
პრეპარატ ,,პულმოზიმის” შექმნა მუკოვისციდოზის სამკურნალოდ.
კომპანია ,,სინტექსის” (აშშ) შესყიდვა.
მთელი რიგი პრეპარატების: ,,სელსეპტის”, ,,ვესანოიდის”, ,,მაბტერას’’ (სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება), ,,პოზიკორის”, ,,ტასმატის”, ,,ზენაპაკსის” (იმუნოდეპრესანტის), ,,ფორტოვაზას” და ,,ვირასეპტის” (ანტივირუსული საშუალებები), ,,ქსელოდას” (სიმსივნის საწინააღმდეგო), ,,ქსენიკალის” (სიმსუქნის სამკურნალო პრეპარატი) შექმნა.
გალენის პრემია (პორტუგალია) ,,პულმოზიმის” შექმნისათვის. პრეპარატ ,,ინვირაზას” შექმნა.
გალენის პრემია (პორტუგალია, ესპანეთი) საკვინავირის (პრეპარატები ,,ინვირაზა” და ,,ფოტოვაზა”) შექმნისათვის. პრემია საფრანგეთში 1998 წელს.
კომპანია ,,ბერინგერ მანჰაიმთან” (გერმანია) შერწყმა (პრეპარატები ,,დილატრენდი”, ,,ბონდრონატი”, ,,რეკორმონი”). და გაერთიანებაამის. ამის შემდეგ როში ხდება მსოფლიო ლიდერი დიაგნოსტიკის სფეროში.
პრეპარატ ,,ტამიფლუს” (ანტივირუსული საშუალება) შექმნა, ,,ჰერცეპტინის” (სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება) შექმნა. გალენის პრემია (საფრანგეთი) ,,მაბტერას” შექმნისათვის.
პრეპარატ ,,კიტრილის” (კიბოს საწინააღმდეგო საშუალება) შეძენა.
პრეპარატების ,,პეგასისისა” და ,,ვალციტის” (ანტივირუსული საშუალებები) შექმნა. გაერთიანება: როშმა და იაპონურმა კონცერნმა ჩუგაიმ ჩამოაყალიბეს უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანია იაპონურ ბაზარზე.
როშის პავილიონი ედემის ბაღში საშუალებას აძლევს მნახველებს ,,პორველწყაროდან” მიიღონ მიმდინარე სამეცნიერო სამედიცინო ცოდნა ჯანმრთელობასა და მის განმსაზღვრელ ფაქტორებზე. გამოფენის მუშაობის 8 თვის გამნავლობაში კომპანია როშის სტენდის სანახავად მილიონზე მეტი მნახველი მივიდა.
როგორც როშის სამეცნიერო-კვლევითი ქვედანაყოფის ,,როში მილანი რიჩერკეს” განშტოება, BioXellB თავისთავში მოიცავს ფართომასშტაბიან სამრეწველო გამოცდილებას იმუნოლოგიის სფეროში კონკურენტული უპირატესობების გამოყენებით და აპირებს გახდეს ამ სფეროში წამყვანი ბიოფარმაცევტული სამეცნიერო-კვლევითი კომპანია.
შეთანხმება ეფუძნება ახალი სამკურნალო პრეპარატის ISATX247 –ის თანამედროვე გლობალურ შემუშავებას. ISATX247კალცინევრინის ახალი ინჰიბიტორია, რომელიც II ფაზის კლინიკური კვლევის ადრეულ სტადიაზე წარმოადგენს იმუნოსუპრესიულ საშუალებას ორგანოთა ტრანსპლანტაციისა და აუტოიმუნური დაავადებების სამკურნალოდ.
პროდუქტისა და წამლების კონტროლის (აშშ) მართვის უფლების მიღება, მოწყობილობა გამიზნულია ინვიტრო ავტომატური დიაგნოსტიკისათვის პჯრ-ის (პოლიმერზული ჯაჭვური რეაქცია) რეალურ დროში გამოყენებით, ინფექციური გამომწვევების თვისობრივი და როდენობრივი ანალიზისთვის.
სამხრეთ აფრიკის მცხოვრებთა სამედიცინო დახმარებისათვის განკუთვნილი მატარებელი ფელოფერა (Phelophera), რომელმაც მოქმედება დაიწყო 1993 წელს სამი ვაგონით, გადაიქცა 600-ტონიან შემადგენლობად, შედგება 16 ვაგონისაგან და წარმოადგენს სამედიცინო, სტომატოლოგიური და ფსიქიატრიული დახმარების საშუალებას ქვეყნის ყველაზე შორეულ ნაწილში მცხოვრები ნაკლებუზრუნველყოფილი მოსახლეობისათვის.
პეგასისი დამტკიცებულია ევროპის კომისიისა (ივნისი) და ამერიკის საკვებისა და წამლის სააგენტოს მიერ (დეკემბერი) როგორც მონოთერაპიის, ასევე კოპეგუსთან (რიბავირინი) კომბინაციაში.
ქვეგანყოფილება იყიდა DSM-მა, წარმოადგენს რა მსოფლიოში ვიტამინებისა და კაროტინოიდების წამყვან მომწოდებელს.
ფართო სტრატეგიული ალიანსი, რომელიც წარმოადგენს კომპანია როშის ექსკლუზიურ უფლებას მთელ მსოფლიოში ,,ანტისომას” ონკოლოგიურ პრეპარატებზე. მოიცავს პემტუმომაბს (საკვერცხის კიბოს მკურნალობა, III ფაზის კვლევა), და ასევე სამ ონკოლოგიურ პრეპარატს – ტერექსს, ტერაფაბს და DMXAA-ს, რომლებიც კლინიკური გამოცდის I ფაზას გადიან.
შეთანხმება წარმოადგენს არაექსკლუზიურ უფლებას და ხელმისაწვდომობას აფიმეტრიქსის გამოყენებაზე, რომელიც დაპატენტებულია GeneChip ტექნოლოგიის მიერ ისეთი დაავადებების დიაგნოსტიკის მეთოდების დამუშავებისა და კომერციული გამოყენებისათვის, როგორიცაა კიბო, ოსტეოპოროზი, გულ-სისხლძარღვთა, მეტაბოლური, ინფექციური და ანთებითი დაავადებები.
ფუზეონი, აივ-1-ის სამკურნალო ახალი პრეპარატი, დამტკიცებულია ამერიკის საკვებისა და წამლის სააგენტოს (FDA, აშშ) მიერ (მარტი) და ევროპის კომისიის მიერ (მაისი). იგი წარმოადგენს ბოლო შვიდი წლის გამნავლობაში აივ-1 ინფექციის სამკურნალო (შერწყმის ინჰიბიტორი) პირველ პრეპარატს. ფუზეონი ბლოკავს ვირუსის შეღწევას ადამიანის იმუნურ უჯრედებში და ხელს უშლის აივ-უჯრედების რეპლიკაციას და აივ-ინფიცირებულებში იმუნური სისტემის შემდგომ დაზიანებას.
შეთანხმება თანამშრომლობაზე ფოკუსირებულია კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის მეთოდების განვითარებაზე, მკურნალობაზე პასუხის კლასიფიკაციაზე, მოლეკულური დიაგნოსტიკისა და კიბოს ფარმაკოგენომური პროდუქტების სპექტრის შექმნაზე დნმ ტექნოლოგიის – ეპიჯენომიქსის მეთილაციის საფუძველზე.
შესყიდულ იქნა კომპანია დისეტრონიკი, დიაბეტის მკურნალობაში ინსულინის დგუშებისა და საინექციო სისტემების სამეცნიერო-კვლევითი დამუშავების ლიდერი.
მსოფლიოში პირველი მიკროსქემა კლინიკური გამოყენებისათვის AmpliChipCYP450 ამერიკაში 2003 წელს, ხოლო ევროპაში 2004 წელ შევიდა. სისტემა საშუალებას იძლევა კლინიკურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიებში განისაზღვროს ორი გენის CYP2D6-სა და CYP2C19-ს თანდაყოლილი ვარიაციები (პოლიმორფიზმი) რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ წამლის მეტაბოლიზმში.
ამ შესყიდვით კომპანია როშმა მიიღო უფლება ექლ-ზე (ელექტროქემილუმინესცენცია), რომელიც გამოიყენება Elecsys–ის დიაგნოსტიკურ სისტემაში.
ბონდრონატი (იბანდრონატი, ბისფოსფონატი) დამტკიცებულია ევროპაში ახალი ჩვენებით გამოსაყენებლად: ძვლისმიერი გართულებების (პათოლოგიური მოტეხილობები და ა.შ.) პროფილაქტიკა პაციენტებში ძუძუს კიბოს ძვლის მეტასტაზით.
როშმა გახსნა ახალი კვლევითი ცენტრი შანხაის ფარმაცევტული ქვედანაყოფისათვის, НИОКР არის დასავლური ფარმაცევტული კომპანიის პირველი ობიექტი ჩინეთში.
დაიწყო ბაზელისა და პენცბერგის ახალი ბიოტექნიკური საწარმოების მშენებლობა. ეს ობიექტები თავდაპირველად გამოყენებულ იქნება კიბოს საწინააღმდეგო საშუალებების ავასტინისა და ჰერცეპტინის აქტიური ინგრედიენტების წარმოებაში.
როში ყიდის თავის არარეცეპტურულ ბიზნესს (წამლები, რომლებიც აფთიაქში რეცეპტის გარეშე იყიდება) კომპანია ,,ბაიერზე”. გარიგება მოიცავს ღჩH-ს ყველა აქტივს და ხუთ ფარმაცევტულ ქარხანას გრენზახში (Grenzach, გერმანია), გაილარდში (Gaillard, საფრანგეთი), პილრში (Pilr, არგენტინა), კასაბლანკაში (მაროკო) და ჯაკარტაში (ინდონეზია).
ფუზეონი, აივ-1-ის მკურნალობის უახლესი საშუალება, დაჯილდოვდა გალენის საერთაშორისო პრემიით.
მოცემული შეთანხმების საფუძველზე, ძალისხმევა ფოკუსირებულ იქნა JTT-705-ის, ქოლესტერილ ესთერ ტრანსფერ პროტეინის ინჰიბიტორის (CETP)ჯაპან ტობაკო, იაპონია, შემუშავების ბოლო სტადიაზე, დისლიპიდემიის სამკურნალოდ
ტარცევა (ერლოტინიბი) დამტკიცებულ იქნა ამერიკის საკვებისა და წამლის სააგენტოს (აშშ) მიერ ადგილობრივად გავრცელებული ან მეტასტაზური ფილტვის კიბოს სამკურნალოდ უშედეგო (ერთი ან მეტი სქემით) ქიმიოთერაპიის შემდეგ.
ავასტინი (ბევაციზუმაბი) დამტკიცებულ იქნა შვეიცარიის ჯანდაცვის ორგანოების მიერ (Swissmedic) როგორც პირველი რიგის თერაპია პაციენტებისათვის მეტასტაზური კოლორექტული კიბოთი.