პაციენტთა უსაფრთხობისთვის ზრუნვაკომპანიისთვის წარმოადგენს პრიორიტეტულ მიმართულებას როგორც პრეპარატების შემუშავების სტადიაში, ისე იმ ეტაპზე, როდესაც პრეპარატი უკვე დარეგისტრირებულია და ფართოდ გამოიყენება სამედიცინო პრაქტიკაში. უსაფრთხოების მონიტორინგი საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ იშვიათი და მოულოდნელი გვერდითი რეაქციები, დროულად მოვახდინოთ რეაგირება შემოსულ სიგნალებზე, ექიმებს და პაციენტებს დროულად მივაწოდოთ ობიექტური და უახლესი ინფორმაცია პრეპარატების შესახებ.
ვასრულებთ რა ჩვენს ვალდებულებას ფარმაკოზედამხედველობის საკითხში, ექიმებს, პაციენტებს და მათ ახლობლებსმივმართავთ თხოვნით, შეგვატყობინონ ყველა არასასურველი მოვლენა, რომელიც აღენიშნათ როშის პრეპარატის მიღების ფონზე.
შეტყობინება შეგიძლიათ დატოვოთ ფორმის საშუალებით, რომელიც განთავსებულია კომპანიის ვებ-გვერდზე ან ტელეფონით